17 მაისს რუსთაველზე მასშტაბური მსვლელობა იმართება – ვინ იკრიბება ქალაქის ცენტრში

17 მაისს, თბილისში, რუსთაველზე მასშტაბური მსვლელობა იმართება. 17 მაისს საპატრიარქოს ორგანიზებით დედაქალაქის ცენტრში იგეგმება სახალხო მსვლელობა, აწყურის ღვთისმშობლის ხატისა და ოჯახის დღესასწავლის აღსანიშნავად.
რაც შეეხება სექსუალურ უმცირესობებს, როგორ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, ორგანიზაცია „იდენტობაში“, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავს, განმარტავენ, რომ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღე წელსაც არ აღინიშნება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ლგბტ“ თემის წარმომადგენლებმა სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიები ვერ მიიღეს. გამოცემის ინფორმაციით, „ლგბტ“ თემის წარმომადგენლები ამ დღესთან დაკავშირებით საჯარო შეკრებას მაინც გეგმავენ, თუმცა კონკრეტულ დეტალებს არ ახმაურებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები