რას აცხადებს ქობულეთის ტრაგედიის თვითმხილველი – “ხანძარია, ხანძარი ვიღუპებით”…
ყვირილმა გაგვაღვიძა, ხანძარია, ხანძარი ვიღუპებით და გამოიქეცით – ამის შესახებ ქობულეთში სასტუმრო “არმაზში” მყოფმა მოქალაქემ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით აღმაშენებლის ქუჩაზე, სასტუმრო “არმაზში” ცეცხლი დილის დაახლოებით ხუთის ნახევარზე გაჩნდა. „გვეძინა ხუთის ნახევარზე დაახლოებით გაგვაღვიძა ყვირილმა, რომ ხანძარია, ხანძარი ვიღუპებით და გამოვიქეცით ყველა. როგორ გამოვიქეცით არაფერი არ მახსოვს“, – განაცხადა თვითმხილველმა. შეგახსენებთ, რომ აჭარაში, კერძოდ კი ქობულეთში გაჩენილმა ხანძარმა 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე, სასტუმრო “არმაზში” მოხდა. უბედური შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა, რა დროსაც ბავშვების შენობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. დაღუპულები 10-11 წლის ბავშვები არიან.