GIPA-ს სტუდენტები ქველმოქმედებისთვის – “Art Avenue“-ში გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

ხვალ, 11 მაისს, GIPA-ს სტუდენტების ორგანიზებით საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიება “Art Avenue”-ში, 18:00 საათზე გაიხსნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება „სოციალური თერაპიის სახლის“ ბენეფიციარების ნამუშევრები.
ღონისძიებას უმაღლესი სასწავლებლის რექტორი მაკა იოსელიანი, პროფესორ-მასწავლებლები, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. გამოფენა-გაყიდვის პარალელურად მუსიკალური საღამო და სხვა გასართობი ღონისძიებები მოეწყობა. საქველმოქმედო საღამოს მიზანი „სოციალური თერაპიის სახლის“ ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
„სოციალური თერაპიის სახლში“ 8 სახელოსნო ფუნქციონირებს, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 55 პირი საქმიანობს და მხატვრულ და კულტურულ აქტივობებში არის ჩართული. ბენეფიციარები პროდუქციას ყოველდღიურ რეჟიმში ამზადებენ. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები აქვს. 2016 წლიდან კავშირს დაფინანსების წყაროს გარეშე დარჩენა და დახურვა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები