ლევან ბერძენიშვილი: იმ ქვეყანამ, ვისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა, გვითხრა, ნუ გეშინიათო

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებით, ევროპაში აშფოთებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში უკონტროლო შედინება არ მოხდეს. აღნიშნულის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ლევან ბერძენიშვილი საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს.
როგორც ბერძენიშვილმა გაზეთ “რეზონანსთან“ ინტერვიუში განაცხადა, მოლდოვის მაგალითმა აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნებიდან ევროკავშირს არანაირი საფრთხე არ ელის. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველომ მოთხოვნები ძალიან კარგად შეასრულა და ამას ევროპაშიც აღნიშნავენ.
“ევროპაში აშფოთებთ, რომ არ მოხდეს ევროკავშირის ქვეყნებში უკონტროლო შედინება. სწორედ მოლდოვის მაგალითმა აჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნებიდან ევროკავშირს არანაირი საფრთხე არ ელის. მოლდოვიდან ევროპაში ვიზიტით იმაზე გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა ისარგებლა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო და არანაირი პრობლემა არ შეუქმნია მოლდოვას ევროკავშირისთვის“, – აცხადებს ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, თუ ქვეყანამ არსებული მოთხოვნები შეასრულა, არაა გამორიცხული, რომ ახალი მოთხოვნები დაიდოს.
“პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ მომენტსაც ითვალისწინებს, იმიტომ, რომ თუ დავალება არ შეასრულე, ვიზა-ლიბერალიზაციას არცერთ ვარიანტში არ მოგცემენ, მაგრამ თუ შეასრულე, შესაძლოა, ახალი მოთხოვნები დაიდოს. ჩვენ აქ უძლურნი ვართ, მაგრამ იმ ქვეყანამ, ვისიც ყველაზე მეტად გვეშინია, გვითხრა, რომ ნუ გეშინიათო”, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები