ორხევში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა – დაშავებულია სამი პირი

ორხევში, თეთრი ხევის დასახლებაში წუხელ ავტომობილი ხიდიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად სამი პირი, მათ შორის ფეხმძიმე ქალი დაშავდა. ადგილზე მაშველები და სამართალდამცველები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (276. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა 1. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის, ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).
დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები