“შეეწირება თუ არა რიგის სამიტს თამარ ბერუჩაშვილი”

პარტია „ეროვნული დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის გადადგომას ვარაუდობს.
როგორც დავითაია გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, რაც გარკვეულწილად რიგის სამიტზე აისახება.
„სამიტზე შედეგებს იმის მიხედვით ვიღებთ, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს სახელისუფლო კრიზისი, დაპირისპირება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ ნათქვამია, რომ ძალოვანი სტრუქტურები გამოყენებულია პოლიტიკური დევნისთვის, ქალაქის ყოფილი მერი უკანონო პატიმრობაშია და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რაღაცაზე აისახება, სავიზო რეჟიმზეც იკავებენ უკვე თავს და ეს ჩვენი ბრალია, სხვას ვერავის დავაბრალებთ“, – განაცხადა დავითაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები