„ვიდრე ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტია, ლარს სასიკეთო არაფერი ელის“

ვიდრე ეროვნული ბანკის სათავეში მისი დღევანდელი პრეზიდენტი იქნება, ლარის კურსს არაფერი სასიკეთო არ ელის, – ამის შესახებ ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ექსპერტის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თავის პოლიტიკურ მისწრაფებებს არასდროს მალავდა.
„ეს არის ადამიანი, რომელიც არც ფარავდა თავის პოლიტიკურ მისწრაფებებს და არც თაკილობდა იმას, რომ ასეთი თანამდებობის პირი ყოფილიყო პოლიტიკური დაპირისპირების გამოკვეთილი მხარე. თუ დღევანდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ქმედებას გამოვაკლებთ პოლიტიკურ სარჩულს, მაშინ სხვა ტიპის შეცდომებზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც უფრო განზრახ გადადგმული ნაბიჯებია, ვიდრე შეცდომა“, – აცხადებს ცისკარიშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას.
ამასთან, ექსპერტი აღნიშნავს, რომ სჯობდა, ორი წლის წინათ მაკროეკონომიკურ პოლიტიკა ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის კოორდინირებული ყოფილიყო და საქმე აქამდე არ მისულიყო. „ახლა ყველაფერს უკვე პოლიტიკურ სარჩული აქვს და თემაც ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ. საქმე უბრალოდ, ძალიან ცუდადაა“, – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები