კომუნიკაციის სტანდარტების თემაზე პროკურატურის თანამშრომლებმა ტრენინგები გაიარეს

მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის თემაზე საქართველოს პროკურატურაში ტრენინგების ციკლი ჩატარდა. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასწავლო პროგრამის ფარგლებში განიხილებოდა ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობა, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, აქტიური მოსმენისა და შეკითხვის დასმის ტექნიკები, დამარწმუნებელი კომუნიკაცია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
პროცესი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა და ტრენინგზე თეორიულ სწავლებასთან ერთად, აქტიურად გამოიყენებოდა პრაქტიკული და როლური სავარჯიშოები, დავალებები. მოქალაქეებთან, დაზარალებულ პირებთან სწორი კომუნიკაცია პროკურატურის სისტემის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ეფექტიანი კომუნიკაციის უნარების განვითარება პროკურატურის თანამშრომლებს მისცემს საშუალებას, რომ წარმატებით განახორციელონ პროფესიული საქმიანობა და ორიენტირებული იყვნენ მოქალაქეთა საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული მიმართულებებით ტრენინგები საქართველოს მთავარი პროკურატურის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრში ეტაპობრივად ხორციელდება. მიმდინარე სასწავლო ციკლის ფარგლებში გადამზადება პროკურატურის სისტემის 80-მა თანამშრომელმა გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები