„სახელმწიფომ ნარკოტიკების მომხმარებელთა დეკრიმინალიზაციისაკენ ნაბიჯები უნდა გადადგას“

პარლამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში ცვლილებების შეტანას გეგმავს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, აღნიშნულ მუხლში ერთდროულად მოქცეული იყო ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, შეძენა, ფლობა, გადაზიდვა, გასაღება. ესენი კი, დეპუტატის თქმით, აბსოლუტურად განსხვავებული საფრთხის მატარებელი დანაშაულებია.
„ამ დანაშაულთა დიფერენციაცია მიზნის მიხედვით უნდა მომხდარიყო. მაგალითად, თუ ჩემი მიზანია, რომ ნარკოტიკი ჩემთვის მოვიხმარო, ეს ერთი საზოგადოებრივი საფრთხეა, თუ მე იგივე გადატანას ვახორციელებ იმისთვის, რომ მისი გასაღება მოვახდინო, ეს სულ სხვა საფრთხეა და ერთ მუხლში სანქციების თავალსაზირისით მისი მოქცევა არასწორი იყო. სახელმწიფომ ნაბიჯ – ნაბიჯ მომხმარებელთა დეკრიმინალიზაციისაკენ უნდა იაროს. ის ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ, არ არიან დამნაშავეები. ისინი საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას და სისხლის სამართლებრივი დევნით არ უნდა მოხდეს მათთან ურთიერთობა, მათ უნდა ვუმკურნალოთ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები