თინა ხიდაშელი: სამინისტროში საკადრო ცვლილებები გარდაუვალია

პრემიერის მიერ თავდაცვის მინისტრად დასახელებული თინა ხიდაშელის განცხადებით, სამინისტროში საკადრო ცვლილებები გარდაუვალია.
როგორც ჟურნალისტებს ხიდაშელმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც უწყებაში ახალი მინისტრი მიდის, მოადგილეები პოსტებს ავტომატურად ტოვებენ.
„ამ ნაწილში ცვლილებები იგეგმება. ამასთანავე, გავარკვიე, რომ სამოქალაქო ნაწილი დიდწილად გადასულია რეორგანიზაციაში და ამ პროცესის დასრულება თვის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. შეიძლება, ეს პროცესი უფრო სწრაფად დავასრულოთ და სტრუქტურა უფრო მოქნილი და ეფექტური იყოს. ყველას კომპეტენცია გაიწერება, რათა მოქმედების ხარისხი მაღალი დონის იყოს“, – განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა გასულ კვირას მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. განახლებულ მთავრობაში სამი ახალი მინისტრი იქნება, მათ შორის, თინა ხიდაშელი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და გიგლა აგულაშვილი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის შემადგენლობისთვის ხელმოწერა ერთი კვირის ვადით გადადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები