ილია მეორე: საქართველოს ევროპული ფასეულობები იზიდავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის განცხადებით, საქართველოს იზიდავს ის ფასეულობები, რაც ევროპას გააჩნია – ამის შესახებ პატრიარქმა ევროპის კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე ისაუბრა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, დემოკრატიული ინსტიტუტები საჭიროა, როგორც ევროპისთვის, ასევე, მსოფლიოსთვის.
“ევროპის კვირეული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. დღეს აღვნიშნავთ ევროპის დემოკრატიულ საწყისებს და გვინდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს იზიდავს ის ფასეულობები, რაც ევროპას გააჩნია. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის წარმატებაზე, ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავის დროზე ევროპამ ორი მსოფლიო ომი წარმოშვა, ამიტომ საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორც ევროპისთვის, ასევე მსოფლიოსთვის. მშვიდობა სუფევდეს ევროპასა და მთელ მსოფლიოში“, – დასძინა პატრიარქმა.

თბილისის საკრებულოში ევროპის კვირეული გაიხსნა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები