რაზე ისაუბრეს გიგი გიგიაძემ და საქართველოში სომხეთის ელჩმა – საგარეო უწყების განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძისა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის იური ვარდანიანის შეხვედრის შესახებ, საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ უკიდურესი შეშფოთება გამოხატა სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარისა და ცხინვალის რეგიონში მოქმედი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ე.წ. „პარლამენტის თავმჯდომარის“ შეხვედრის ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტი ეწინააღმდეგება საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ სულისკვეთებას და ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს.
“საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულ იქნა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი იური ვარდანიანი. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ გამოხატა უკიდურესი შეშფოთება სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარისა და ცხინვალის რეგიონში მოქმედი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ე.წ. „პარლამენტის თავმჯდომარის“ შეხვედრის ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტი ეწინააღმდეგება საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ სულისკვეთებას და ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს. მინისტრის მოადგილემ ასევე გაკვირვება გამოხატა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრა ატარებდა არაოფიციალურ ხასიათს და აღნიშნა, რომ მეგობარი სახელმწიფოს ოფიციალური პირების მხრიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ნებისმიერი ხასიათის კომუნიკაცია ქართული მხარისათვის სრულიად მიუღებელია. თავის მხრივ, სომხეთის ელჩმა წუხილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია დაუყოვნებლივ ეცნობება ერევანს“,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები