რატომ უწოდა გია კორკოტაშვილმა თბილისელთა ნაწილს მოსაყ**ობა?

“კვირის ქრონიკა” არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართულ მისიაზე“ წერს, რომლის ხელმძღვანელი გია კორკოტაშვილია. გამოცემა წერს, რომ ორგანიზაცია თბილისის გამოღვიძებას იწყებს. მათ ვებგვერდზე სლოგანიც განთავსდა: “გავაღვიძოთ დედაქალაქი“- “მოსაყლეობა“ ძილს გააგრძელებს. გია კორკოტაშვილი ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად ჩუღურეთის მოსახლეობას უკვე შეხვდა.
“ნუ კარგად გავაღვიძეთ… ზოგი ხაშზე იყო, იქიდან მოვიდა, ზოგი ხაჭაპურს ჭამდა, მაგრამ… სადღაც 400 კაცამდე მოვიდა. თითო რაიონში რომ ამდენი გამოგვაღვიძებინა, კარგი იქნება. ჯერ მარტო მამები მოვიდნენ, ოჯახის წევრები არ წამოუყვანიათ, მომავალში ცოტა გამრავლდებიან. ყველა უბანში უნდა მივიდეთ და ასე ვიმოძრავებთ მუდმივად. ვისაც გავაღვიძებთ, იმათ გავააქტიურებთ, ვისაც ვერ გავაღვიძებთ, ის ნაწილი დარჩება “მოსაყლეობა”. დღეს არასამთავრობოებისა და პარტიების ნაწილი მუშაობს “ბლეფზე“, გამოაგდებენ რაღაც თემას, ცოტა ხანს ილაპარაკებენ, მერე ჰაერშივე ამთავრებენ, ჩვენ კონკრეტულ თემებზე გვექნება კონკრეტული მსჯელობა მერიასთანაც, პარლამენტთანაც და მთავრობასთანაც“,- აცხადებს გია კორკოტშვილი. წყარო: “კვირის ქრონიკა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები