გელა დუმბაძე კლაუს ჰიპპს შეხვდა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ცნობილ გერმანელ ხელოვანსა და მეწარმეს – ჩვილ ბავშვთა კვებისა და მოვლის ბრენდის – „Hipp”-ის მწარმოებელსა და მფლობელს, კლაუს ჰიპპს შეხვდა. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრას, რომელიც კლაუს ჰიპპის საკუთარ სამხატვრო სახელოსნოში შედგა, ქართველი და გერმანელი სტუდენტები ესწრებოდნენ. სახელმწიფო მინისტრმა კლაუს ჰიპპს საქართველოს წინაშე გაწეული დახმარებისათვის ქართველი ხალხის სახელით საჩუქრად თავისი ნახატი ,,ვაშლი 13“ გადასცა, რომელიც მისი თანდასწრებით დახატა. უკვე მრავალი წელია კლაუს ჰიპპის საქმიანობა აქტიურად უკავშირდება საქართველოს. იგი არის საქართველოს საპატიო კონსული ბავარიასა და ბადენ-ვიურთენბერგში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები