საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს – ამინდის პროგნოზი

ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, -ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა. რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, დოდო გვაზავას თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში ტემპერატურის მატება და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მომდევნო დღეებში კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და გამოიდარებს. მხოლოდ ჩრდილო რეგიონებში შესაძლოა, შენარჩუნდეს არამდგრადი ამინდები“,-აღნიშნავს დოდო გვაზავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები