საკრებულოს დეპუტატები ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები: დავით უთმელიძე, სოსო მანჯავიძე და შალვა ოგბაიძე დედაქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრნენ. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს წევრები, კრაკოვში პოლონეთის პრეზიდენტის – ბრონისლავ კომოროვსკის პატრონაჟით დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანიზებულ ევროპულ კონგრესს დაესწრებიან.
ღონისძიებას ასევე სტუმრობენ ევროპული ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. დედაქალაქის მერი კონგრესზე სიტყვით გამოვა და თავის მოხსენებაში თბილისის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრებს. ასევე ყურადღებას გაამახვილებს ამ მიმართულებით დაგეგმილ ახალ პროექტებსა და პროგრამებზე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა კრაკოვის მერთან – იაჩეკ მაიხროვსკისთან, რომელთანაც პარტნიორობის გაგრძელების შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს. კრაკოვსა და თბილისს შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი 2009 წელს მოეწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები