ცაგერში მაშველები ქალის გადარჩენას ცდილობენ

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ცაგერში უკვე ორი საათია უკრაინელი ქალბატონის გადარჩენას ცდილობენ.
მაშველებს ტურისტი ადიდებული მდინარიდან ვერ გამოჰყავთ, რადგან ის კლდის მიუდგომელ ტერიტორიაზეა დარჩენილი, წყლის ნაკადი კი, ეტაპობრივად, უფრო და უფრო მატულობს.
როგორც სატელეფონო ინტერვიუში მაშველმა გელა მამადაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას განცხადა, სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ტურისტის გამოყვანას ისინი შემოვლითი გზით ცდილობენ.
„ადგილზე მყისიერი რეაგირების შედეგად დაფიქსირდა, რომ ტურისტი მდინარე ცხენისწყლის მეორე ნაპირზე იმყოფება (გზის საპირისპირო მხარეს), სადაც წყალში შესვლა შეუძლებელია. ჩვენ ადგილზე ვიმყოფებით, ჯგუფი გაგზავნილია, რომ ტურისტთან შემოვლითი გზით მივიდნენ და გზის მხარეს ამ პიროვნების უვნებლად გადმოყვანა მოხდეს“, – განაცხადა გელა მამადაშვილმა.
როგორც ცნობილია, 3 ტურისტი მდინარეზე ნავით ეშვებოდა, რა დროსაც მათი ნავი ამოტრიალდა. მაშველებმა წყლიდან 2 ტურისტი უკვე გამოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები