პრეზიდენტი: გული დამწყვიტა ცნობამ დიდი რეჟისორის რეზო ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეჟისორ რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“გული დამწყვიტა ცნობამ დიდი რეჟისორის რეზო ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ. ბატონი რეზოს განუმეორებელი ხელწერით შექმნილი, ღრმა ჰუმანიზმით განმსჭვალული ფილმები, დაუვიწყარი სახეები და ისტორიები მსოფლიო კინოკლასიკის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. კლასიკოსი რეჟისორის შემოქმედებამ შორს გაუთქვა სახელი ჩვენ ქვეყანას და მის მდიდარ კულტურას. ამ მძიმე წუთებში ბატონი რეზოს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ვწუხვარ ამ დიდ დანაკლისს და თანადგომას ვუცხადებ მათ“,-აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები