საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ თერგზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობა მოინახულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ მდინარე თერგზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობა მოინახულა.
აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, დარიალის ხეობაში მდინარე თერგის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანდა. მდინარის ნაპირზე 1 კილომეტრამდე დამცავი კედელი შენდება. უკვე დასრულდა მდინარის კალაპოტის გაჭრა და მიწის ვაკისის მოწყობა. პროექტი წყლის მოვარდნის შემთხვევაში განაპირა ზოლზე არსებულ გზასა და ლარსის გამშვებ პუნქტს დაზიანებისგან დაიცავს. მისი განხორციელება გასულ წელს, მაისში მომხდარი სტიქიის შემდეგ დაიწყო და ზაფხულში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 500 ათასი ლარია. ადგილზე 200–მდე ადამიანია დასაქმებული. მდინარე თერგის ნაპირსამაგრ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები