საქსტატი: ტრანსპორტის, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასი გაიზარდა, სურსათის კი შემცირდა

მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,3 პროცენტი შეადგინა, ძირითადი გავლენა კი ფასების ცვლილებამ იქონია. ოფიციალური მონაცემებით, ტრანსპორტზე წინა თვესთან შედარებით ფასები 1,8 პროცენტით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი 1,0 პროცენტით გაიზარდა. ამის პარალელურად, საქსტატის ინფორმაციით, ფასები 0,3 პროცენტით შემცირდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. “ტრანსპორტზე, წინა თვესთან შედარებით, ფასები გაუზარდა 1,8 პროცენტით. შესაბამისად ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,20 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,7 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2,1 პროცენტი).
რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს – მოცუმულ პერიოდში ფასები გაიზარდა 1,0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფებზე (1,7 პროცენტი). სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში კი ფასები შემცირდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე – 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხლის ქვეჯგუფზე (-2,7 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-2,6 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (5,2 პროცენტი)”, – აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.
რაც შეეხება ინფლაციის დონეს წინა წელთან შედარებით, ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის აპრილში 2014 წლის აპრილთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2,5 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები