საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ერაყში მომხდარი ფაქტის გამო შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას 2015 წლის 2 მაისს გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში“ მიერ ერაყის ჩრდილოეთში მოხდა რელიგიური უმცირესობის, ასობით იეზიდის მკვლელობა. აღნიშნულის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ „ISIL“-ის ქმედებები წარმოადგენს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ უდიდეს დანაშაულს და მკაცრად გმობს მათი მრიდან განსაკუთრებული სისასტიკის ტერორის მორიგ გამოვლინებას.
„მხარს ვუჭერთ ერაყის ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას ქვეყანაში სტაბილურობის განსამტკიცებლად და გამოვთქვამთ იმედს, რომ ერთობლივი ძალებით შესაძლებელი გახდება ამ გამოწვევის დაძლევა“, – აღნისნული განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და ერაყის მთავრობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები