„როგორც ლენინს არ იღებს მიწა, ისე „ნაცმოძრაობას“ არ იღებს რუსთაველის გამზირი!“

როდესაც „ნაციონალები“ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ, იგივეა სერგო ორჯონიკიძე ავიდეს ტაბახმელაში და გმირების მემორიალთან თავისი მოთხოვნები წამოაყენოს – ამის შესახებ პოეტმა დათო მაღრაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც მაღრაძემ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, სერგო ორჯონიკიძე და ლავრენტი ბერია დროში რეკონსტრუირებული მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან. „გვახსოვს, ალბათ, სააკაშვილმა სამჯერ „დაამარცხა“ რუსეთი და მთელი ქვეყანა აზეიმა. ამათ უტიფრობას საზღვარი არ აქვს უკვე. როდესაც „ნაციონალები“ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ, ეს იგივეა, სერგო ორჯონიკიძე ავიდეს ტაბახმელაში და გმირების მემორიალთან თავისი მოთხოვნები წამოაყენოს! სერგო ორჯონიკიძე და ლავრენტი ბერია დროში რეკონსტრუირებული მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან! როგორც ლენინს არ იღებს მიწა, ისე „ნაცმოძრაობას“ არ იღებს რუსთაველის გამზირი!“ , – განაცხადა დათო მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები