არის თუ არა დეფიციტი პნევმოკოკიის ვაქცინა? – ორი კვირის განმავლობაში ორი ადამიანი გარდაიცვალა

არის თუ არა დეფიციტში პნევმოკოკიის ვაქცინა, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლაბორატიულად დადასტურდა პნევმოკოკური ბაქტერიებით მოზრდილი ადამიანების გარდაცვალების 2 შემთხვევა. დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, ორივე შემთხვევა დადასტურებულია, რადგან ორივე გარდაცვლილი ავადმყოფის სახლში პნევმოკოკიის გენეტიკური მასალა იპოვეს.
იმნაძის განცხადებით, კლინიკა „ლანცეტის“ წარმომადგენელი, სადაც ერთ-ერთი დაავადებული ქალბატონი მკურნალობას გადიოდა, გარდაცვალების მიზეზად პნევმოკოკიის დადასტურებას უარყოფს. „სიკვდილის გამომწვევი რა იყო, ამ წუთას დარწმუნებით ნამდვილად ვერ გეტყვით“, – აცხადებს „ლანცეტის“ ექიმი ნინო ნადირაძე.
როგორც გამოცემა წერს, არ არის გამორიცხული, სპეციალისტების მხრიდან უარყოფა საზოგადოებაში პანიკის გაჩენის თავიდან არიდების მიზნით ხდებოდა. მათივე ცნობით, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოქალაქეები პოლიკლინიკებსა და სადაზღვევოებს ვაქცინაციის ჩატარების მოთხოვნით მიმართავდნენ. ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, პრეპარატი უკვე დეფიციტია: „ვაქცინაზე გავიკითხე და არცერთ კლინიკაში არ კეთდება აცრა, დეფიციტშია პრეპარატი“. პაატა იმნაძე პრეპარატის დეფიციტის არსებობას არ ადსტურებს. „არავითარი დეფიციტი არ არის და ჩვილებს ცრიან. რაც შეეხება უფროსებს, თუ იქნება მოთხოვნა, შემოიტანენ და აცრიან“, – აცხადებს იმნაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები