ლევან ყიფიანი მის ყოფილ უწყებასთან თანამშრომლობას კვლავ აპირებს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი მის უკვე ყოფილ უწყებასთან თანამშრომლობას, კვლავ აპირებს. თუმცა, მისივე განმარტებით, მინისტრობის ახალ კანდიდატს ტარიელ ხეჩიკაშვილს არ გაუჭირდება სპორტის სფეროში სიახლის შეტანა.
„მას არ გაუჭრდება სიახლის შეტანა ჩვენ საქმიანობაში, რაც მთავარია ადამიანი მოტივირებულია გააკეთოს კარგი საქმე. პირდად, მე, შევეცდები, სადაც არ უნდა ვიყო, ხელი შევუწყო მას,“- განაცხადა ლევან ყიფიანმა დღეს, მის ყოფილ სამინისტროში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, ხეჩიკაშვილს მიაწოდა ყველა ინფორმაცია, სამინისტროს საერთო ტენდენციებსა და მიმართულებებზე. „პროექტები, რომლებიც დაწყებულია, უნდა გაგრძელდეს და ახლები განხორციელდეს“, – განაცხადა დავით ყიფიანმა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი რამდენიმე დღის წინ პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ მინისტრობის ახალ კანდიდატს ტარიელ ხეჩიკაშვილს იგი სამინისტროში დღეს შეხვდა და სამინისტროში დაყწებული პროექტები და მიმართულებები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები