მინდია ჯანელიძე დავით საგანელიძის განცხადებას არ ეთანხმება

თავდაცვის უწყების საგარეო ორიენტირების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის მიერ ტელე ეთერში გაკეთებულ განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე გამოეხმაურა. საგანელიძის განცხადებით,თავდაცვის უწყების საგარეო ორიენტირების შესახებ კითხვები ხშირად ისმოდა, ხოლო ხიდაშელის დანიშვნით ყველა ამ კითხვას პასუხი გაეცა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, მისი პროდასავლურობის შესახებ არასდროს კითხვები არსებობდა. „მე არ მომისმენია ეს განცხადება, მაგრამ თუ ასე იყო ნათქვამი, ნება მომეცით, არ დავეთანხმო, იმიტომ რომ ყველა აუცილებელი საერთაშორისო აქტივობა და ჩვენი საერთაშორისო აქტივობის 90% დასავლური აქტივობაა. ეს პროცესი მიმდინარეობდა მაღალ დონეზე, აქტიურად. მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია, ეს ტრენდი კიდევ უფრო გაძლიერდება”, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები