გიგლა აგულაშვილი პროფესიონალ თანამშრომლებს სამინისტროში დარჩენას ჰპირდება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გიგლა აგულაშვილის თქმით, ადამიანებს, რომლებიც არიან ღირსეულები, პროფესიონალები, აქვთ გარანტია, რომ სამინისტროში მუშაობას გააგრძელებენ. როგორც აგულაშვილმა აღნიშნა, მისი სურვილია, რომ სამინისტროში და ზოგადად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ერთგვარი პროფესიული მემკვიდრეობითობა იყოს. როგორც გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, მინისტრები პოლიტიკური თნამდებობის პირები გაერმოებათა გამო მიდიან ხოლმე, ხოლო ძირითადი ბირთვი პროფესიონალების ადგილზე უნდა რჩებოდეს. “რამდენადაც მე ვიცი, უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება აუდიტის დასკვნა და მინდა, ამ დასკვნას გავეცნო და გადაწყვეტილებები მივიღო, არა სუბიექტურად, არამედ ობიექტურად. ადამიანები, რომლებიც არიან ღირსეულები, პროფესიონალები, მათ აქვთ გარანტია, რომ გააგრძელებენ სამინისტროში მუშაობას”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები