“არსებობენ ძალები, რომელთათვისაც ღარიბაშვილი, როგორც ძლიერი პრემიერი, მიუღებელია”

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დასუსტებას ემსახურება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მან გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.
“ყველა ვერსია, რომელიც სამთავრობო ცვლილებებისას გაჩნდა, მაინც ერთ კონტექსტშია განსახილველი: ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საკადრო პოლიტიკამ კრახი განიცადა და მისი დასუსტებისთვის სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და ისიც, რომ ყიფიანის შემთხვევაში, მისი წასვლისთვის მომზადებული იყო ნიადაგი და ეს ფაქტორი სხვა მიზნითაც გამოიყენეს“,- აცხადებს არეშიძე. მისივე შეფასებით, არსებობენ პოლიტიკური ძალები როგორც კოალიციის შიგნით, ასევე გარეთ, რომელთათვისაც ღარიბაშვილი, როგორც ძლიერი პრემიერი, მიუღებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები