დათო მაღრაძე: მარგველაშვილმა გაიხსენოს, რომ ერთი კაცის თქმით წავიდა პრეზიდენტად

სადავო რეზიდენციის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს პოეტი დათო მაღრაძე ეხმაურება.
კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას – დარჩეს ავლაბრის რეზიდენციაში.
დათო მაღრაძე მარგველაშვილს ურჩევს, სანამ იტყვის, რომ სხვისი თქმით არ გადავა რეზიდენციიდან, გაიხსენოს, რომ პრეზიდენტობას სწორედ ერთი კაცის თქმით დათანხმდა.
„ორბელიანების სასახლეში ათონელზე ქართველი საზოგადოების, არისტოკრატიის საუკეთესო წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, მას გააჩნია მემორიალური ფასეულობა და არ ვიცი, როგორ შეიძლება მაგ შენობის დაწუნება…როდესაც ბატონი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ის არავის თქმით არ გადავა ავლაბრის რეზიდენციიდან, ერთი რამ გაიხსენოს – მგონი, ერთი ადამიანის თქმით წავიდა პრეზიდენტად და ეს ნამდვილად არ იყო ნაციის მოთხოვნა!“, – განაცხადა დათო მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები