ნოდარ ხადურის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება
ფინანსთა სამინისტროსთან მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც მონაწილეები აცხადებენ, ნოდარ ხადური დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებს და ამის გამო თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
აქციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეებიც იმყოფებიან.
აქციასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.