დათო მაღრაძე: ივანიშვილისთანა კაცი ცოდოა ხელისუფლებისთვის

პოეტ დათო მაღრაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ უნდა დაბრუნდეს.
როგორც მაღრაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის აზროვნებისა და მოქმედების მასშტაბები ჩარჩოებით არ უნდა იზღუდებოდეს, ხელისუფლებაში ყოფნა კი ჩარჩოებში ყოფნას გულისხმობს.
„მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს, რადგან ბიძინა ივანიშვილი იმოდენა თვალსაწიერის მქონე კაცია, იერარქიაში მყოფი მოექცევა გარკვეულ ჩარჩოებში, ანუ შეიზღუდება. ბიძინა ივანიშვილს გაცილებით მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის ამ მდგომარეობაში მყოფს, ვიდრე მაშინ, როდესაც ის ვალდებული იქნება, დილით ადრე გამოცხადდეს სამსახურში, ჩაატაროს თათბირები და ა.შ. ნამუშევარი ვარ ხელისუფლებაში და კარგად ვიცი, თუ როგორ იზღუდება იქ როგორც სამოქმედო, ისე სააზროვნო სივრცე.
ივანიშვილისთანა კაცი ცოდოა ხელისუფლებისთვის – მისი აზროვნებისა და მოქმედების მასშტაბები ყოველგვარი ჩარჩოებისგან უნდა იყოს თავისუფალი“ , – განაცხადა დათო მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები