“ოსურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ”

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, ოსურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ქართული მხარე ადეკვატურად მკაცრ რეაგირებას მოახდენს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, სომხეთის პარლამენტის სპიკერის ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ოსურმა მხარემ გაავრცელა. „ეს ინფორმაცია ოსურმა მხარემ გაავრცელა. სხვა ვერანაირი წყარო ვერ აღმოვაჩინეთ. ინფორმაცია არ დადასტურებულა. ამის შესახებ ინფორმაცია აქვს ჩვენს საელჩოსაც. ვცდილობთ, კიდევ დავაზუსტოთ, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს,“ – განაცხადა დავით კერესელიძემ. მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრას სომეხ კოლეგასთან, დადასტურების შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.
ოსურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები