ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი შესაძლოა, გიორგი ოთხმეზური გახდეს

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი შესაძლოა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ოთხმეზური გახდეს. აღნიშნული ინფორმაცია დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა.
გიორგი ოთხმეზური ადასტურებს, რომ შეთავაზება გარკვეული ჯგუფისგან მან, მართლაც, მიიღო.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის თქმით, მას გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს, თუმცა კონკურსში მონაწილეობას არ გამორიცხავს.
„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის” დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განათლების სამინისტროს მიერ კონკურსი უკვე გამოცხადდა. მსურველებს განაცხადის წარდგენის ვადა 7 მაისამდე აქვთ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ამჟამად ბუბა კუდავა ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები