ექსპერიმენტული წიგნების ერთდღიანი გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართება
5 მაისს, 20:00 საათზე, გალერეა „კონტეინერში“ ექსპერიმენტული წიგნების ერთდღიანი გამოფენა/პრეზენტაცია გაიმართება. გამოფენილი წიგნები, წიგნის ხელოვნების ცენტრში ჩატარებული ორკვირიანი ვორკშოპის შედეგად შეიქმნა. წიგნების გარდა, წარმოდგენილი იქნება მუშაობის პროცესის დოკუმენტაცია და განხორციელებული აქტივობების ფოტომასალა. გამოფენაზე საზოგადოება ნახავს, სხვადასხვა გამოცდილებისა და პროფესიის, არტწიგნებით დაინტერესებული ადამიანების მიერ 14 დღის განმავლობაში შექმნილ ექსპერიმენტულ წიგნებს თბილისის თემატიკაზე. პროექტის ავტორები არიან: ნინი ხუროშვილი, ხატია ჩიტორელიძე, გიორგი ჯინჭარაძე. დოკუმენტაცია: ანი ბურდული. გამოფენის მონაწილეები არიან: ნუცა ესებუა, ნათია ბენაშვილი, რეზო ბოკერია, მარიამ გვახარია, ანიტა გვასალია, მარიამ ლებანიძე, ეთო გზირიშვილი, ნინო კვაჭაძე.