რომანის „გულისრევა“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება
დღეს,19:00 საათზე, მწერალთა სახლში გამომცემლობა „ალეფის“ პირველი გამოცემის, ჟან-პოლ სარტრის რომანის „გულისრევა“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან მთარგმნელი თინა ღარიბაშვილი და წიგნის წინასიტყვაობის ავტორი, ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.