გიორგი შარიქაშვილი გოგა ონიანს სასამართლოში უჩივის

ყოფილი სამართალდამცავი გიორგი შარიქაშვილი ადვოკატსა და ყოფილ პოლიციელს, გიორგი ონიანს, სხვადასხვა ტიპის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს. შარიქაშვილი აღნიშნული ბრალდებების შესახებ მტკიცებულებებს „კვირას“ პრესკლუბში დღეს 11:00 საათზე წარადგენს და ამის შემდეგ, „კვირას“ ინფორმაციით, საჩივარს გოგა ონიანისა და სხვა ყოფილი სამართალდამაცავების წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს.
შარიქაშვილი ასევე გეგემავს გაასაჯაროვოს, თუ როგორ ახდენდა ონიანი თავის თანამზრახველებთან ერთად კომპრომატების უკანონოდ მოძიებას და როგორ ახორციელებდა ზეწოლას სამართალდამცავებზე და ა.შ. „კვირას“ ინფორმაციით, შარიქაშვილს გააჩნია მტკიცებულებები, რომელიც ონიანის ბრალეულობას ადასტურებს . ვრცლად დეტალების შესახებ “კვირას” პრესკლუბში გაიგებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები