თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა. გეგმური სამუშაოების გამო, 4 მაისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში უნივერსიტეტის, თავხელიძის, ქავთარაძის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე გეგმური სამუშაოების გამო, 4 მაისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება – ყაზბეგის გამზირის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, გამრეკელის, ოჟიოს და აფაქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო, 4 მაისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონში ფეიქრების ქუჩის მცხოვრებლებს, ხოლო ასევე გეგმური სამუშაოების გამო, 4 მაისს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება – სკოლის, ბიჭვინთის და ზაჰესის ქუჩების მცხოვრებლებს.
რაც შეეხება მთაწმინდის რაიონს, გეგმური სამუშაოების გამო, 4 მაისს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება – ჩიტაძის და ბერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია “თელასის” ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების გამო, 4 მაისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება – წავკისის, ამაღლების, მესხის, სავანელის, ჭონქაძის, გერგეთის, ტაბიძის, ლერმონტოვის, იაშვილის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ინგოროყვას, ბერიძის, ოქროყანის, შხეფის, დავითაშვილის, დადიანის და დუმბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
რაც შეეხება ჩუღურეთის რაიონს, გეგმური სამუშაოების გამო, 4 მაისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება – წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო, 4 მაისს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონში ხოშარაულის ქუჩის მცხოვრებლებს. რაც შეეხება ისნის რაიონს, გეგმური სამუშაოების გამო, 4 მაისს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.
ასევე გეგმური სამუშაოების გამო, 4 მაისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონში თემქის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
“თელასის” ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, 4 მაისს 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის რაიონში ხეივნის ქუჩის მცხოვრებლებს. რაც შეეხება სამგორის რაიონს, გეგმური სამუშაოების გამო, 4 მაისს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება – ლილოს დასახლების და ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს მცხოვრებლებს.
ასევე გეგმური სამუშაოების გამო, 4 მაისს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონიში წყნეთის და თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის. “თელასის” ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.