ბიძინა ივანიშვილი: საყდრისთან დაკავშირებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრი ადამიანი დააბნია
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრი და „საზოგადოება 20/30“-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საყდრისთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობის“ სიცრუის მანქანის „შედევრს“ უწოდებს.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან ბევრი ობიექტური ადამიანის დაბნევაც კი მოახერხა.
„საყდრისთან დაკავშირებული მოვლენები „ნაციონალური მოძრაობის“ სიცრუის პროპაგანდისტული მანქანის შედევრია. საყდრისი არის მათი სიცრუის მანქანის შემოქმედების შედევრი, რადგან მათ მოახერხეს ძალიან ბევრი ობიექტური ადამიანის დაბნევაც. მაგალითად, რობიკო სტურუამ გააკეთა მკვეთრი განცხადება და კიდევ სხვა ჩვენი საზოგადოების ღირსეულმა წარმომადგენლებმა. მათი დაბნევაც კი მოახერხეს, იმ დონეზე აწიეს ეს თემა. ყველა გაერკვა. იქ საერთო აბსურდის თეატრთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, იგი ნამყოფია საყდრისში, შესაწავლილი აქვს და თვილის, რომ კულტურული ძეგლების გადატანა პრობლემა არ არის. ივანიშვილის განცხადებით, აშენდება მუზეუმი და ყველა კულტურული ძეგლი იქ იქნება დაცული.