გაუჩინარებული 19 წლის გიორგი მამულაშვილი სამართალდამცველებმა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს
რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა გაუჩინარებული გიორგი მამულაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შსს-ს თანამშრომლებმა 19 წლის ახალგაზრდა ყვარელთან ახლოს მდებარე ტყეში ხეზე ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს ყვარლის რაიონის სამმართველო იძიებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამულაშვილი ყვარელში ბებიასთან იმყოფებოდა. ის სახლიდან 27 აპრილს, თბილისში წასვლის მიზნით გავიდა, რის შემდეგაც აღარ უნახავთ.