ბიძინა ივანიშვილი: თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა კარგი პრეცედენტია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „საზოგადოება 20/30“-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის წარდგენის ფაქტს გამოეხმაურა. ივანიშვილის შეფასებით, მისი მინისტრად დანიშვნა კარგი პრეცედენტია, რადგან ის ქალია. ამასთან, მისივე განცხადებით, „რეპუბლიკელები“ კოალიციაში რჩებიან და კოალიცია მყარია.
„თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ძალიან კარგი პრეცედენტია ბევრი მნიშვნელობით. მაგალითად ის, რომ იგი არის ქალბატონი. ევროპაში ამის პრეცედენტები იყო და საქართველომაც ეს მოახერხა, ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა ამ კუთხით. ეს ძალიან საინტერესოა. დაწყებული თამარ მეფიდან ჩვენ ისტორიასაც თუ გადავხედავთ, როგორი ისტორია გვაქვს, კიდევ ერთხელ ჩვენს ევროპელობას გაუსვამს ხაზს, რომ ჩვენს ოჯახში დაბრუნებას ვაპირებთ. გარდა ამისა, საინტერესო იყო ეს ცვლილებები და „რესპუბლიკელებიდან“ ორი მინისტრის გამოჩენა მთავრობაში. ხაზგასასმელია, რომ რაღაც დაბნეულობა იგრძნობოდა. მოგეხსენებათ, ერთი პარტია გავიდა კოალიციიდან. იყო მსჯელობები და სპეკულაციაები, რომ კოალიცია შეიძლება დაიშალოს. ამ მხრივაც. ხაზგასასმელია ის. რომ „რესპუბლიკელები“ ძალიან მკვეთრად და ურყევად რჩებიან კოალიციის წევრებად. კოალიცია ჯანსაღია და უკვე გამოიკვეთა, რომ არჩევნებისთვის მათ უკვე გარკვეული მზაობა გააჩნიათ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები