“გოძიაშვილი, კირკიტაძე, ახალაიები ექსკლუზიურად ფლობდნენ ფულის კეთების უფლებას“

უფლებადამცველი და „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წევრი ლევან ჩიტაძე აცხადებს, რომ ყველა ყოფილმა მაღალჩინოსანმა კონკურენტულ გარემოში უნდა აწარმოოს საკუთარი ბიზნესი. ამის შესახებ ლევან ჩიტაძის განცხადებაშია ნათქვამი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ფულის ფლობის ექსკლუზიურ უფლებებს კარგავენ“. „ბაჩო ახალაია, ვახო გოძიაშვილი, დავით კირკიტაძე იმ გუნდის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც წლების განმავლობაში ბენზინის, სატრანზიტო გადაზიდვების, ჭიათურ მანგანუმის, ოქროს მოპოვების ბიზნეს სექტორი ჰქონდათ მონოპოლიზებული. მათ ასევე, მონოპოლიზებული ჰქონდათ მედია სივრცე და ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ეს გუნდი მონოპოლიზებულ ექსკლუზიურ პირობებში, ბიზნესის კეთებას, ღამის ნოტარიუსების მეშვეობით ბიზნესის წართმევას მიეჩვია. ისინი წლების განმავლობაში ექსკლუზიურად ფლობდნენ ფულის კეთების უფლებას, რომელიც ოფშორულ რეგიონებში გაჰქონდათ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები კი ვერანაირ ფინანსურ სარგებელს ვერ ღებულობდნენ და ესეც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.
დღეს კი დადგა დრო, რომ ყველას მიეცეს საშუალება აკეთოს ბიზნესი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ფულის ფლობის ექსკლუზიურ უფლებებს კარგავენ. ახალაიები, გოძიაშვილი, კირკიტაძე ყველაფერ აკეთებენ დომინანტობის შესანარჩუნებლად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ამის დემონსტრირება ვახო გოძიაშვილმა მოახდინა. დიახაც, გოძიაშვილი იქნება ეს, კირკიტაძე თუ ახალაიების ოჯახი, არავის არ უნდა მიეცეს საშუალება ფულის კეთებაში ექსკლუზიური უფლებები ჰქონდეს და ნამდვილად უნდა ჩაიწიონ, ხაზგასმით ვამბობ, უნდა ჩაიწიონ მონოპოლიზებული ბიზნესიდან და კონკურენტულ გარემოში აკეთონ ბიზნესი. სწორეს ასე განვითარდნენ და გამდიდრდნენ ჩვენისთანა პატარა ევროპული ქვეყნები – ლატვია, ლიტვა, ბელგია და ა.შ. არავინ დაიჯერებს იმას, რომ ბიზნეს „ომბუდსმენი“ სხვა შინაარსის ჩაწევაზე ესაუბრებოდა მათ. შეგახსენებთ, რომ ახალაიები, გოძიაშვილი, კირკიტაძე წლებს მეგობრები, ბიზნეს პარტნიორები და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან“, – აცხადებს ჩიტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები