მსოფლიო რბენა 15:00 საათზე აიღებს სტარტს
ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში დღეს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით უკვე მეორედ გაიმართება. მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში უკვე 5 000 ადამიანია დარეგისტრირებული, მათგან 600-ზე მეტი უცხოელი 35 სხვადასხვა ქვეყნიდან. აქციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამსახურიც შეუერთდა. ასი ათასობით მონაწილე ადამიანების გაერთიანების მიზანი ზურგის ტვინის დაავადების განკურნებაა.