დავით ნარმანია კრაკოვის ევროპულ კონგრესში მიიღებს მონაწილეობას

თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა. დედაქალაქის მერი მონაწილეობას მიიღებს კრაკოვში დაგეგმილ ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპულ კონგრესში, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის – ბრონისლავ კომოროვსკის პატრონაჟით ტარდება. კონგრესს სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მერიის ინფორმაციით, კონგრესზე დავით ნარმანია სიტყვით გამოვა. თბილისის მერი თავის გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს დედაქალაქის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ახალ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრებს. ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანია ასევე შეხვდება კრაკოვის მერს იაჩეკ მაიხროვსკის, რომელთანაც პარტნიორობის გაგრძელების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. კრაკოვსა და თბილისს შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას 2009 წელს მოეწერა ხელი. თბილისის მერთან ერთად პოლონეთში გაემგზავრნენ საკრებულოს წევრები: დავით უთმელიძე და სოსო მანჯავიძე. „პოლონეთს ძალიან საინტერესო გამოცდილება აქვს დაგროვებული.
ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დროს ძირითადად სწორედ პოლონურ გამოცდილებას ვეყრდნობოდით. ახლა უკვე ქალაქის მართვასა და განვითარებასთან დაკავშირებით მათი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამდენად რამდენიმე მიმართულებით ვითანამშრომლებთ მათთან“, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები