საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ღრუბლიანობა მოიმატებს – ამინდის პროგნოზი
ხვალ და ზეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ხვალ, 3 მაისს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ზოგან შესაძლებელია წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში.
მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +21,+26; მთაში +19,+24; მაღალ მთაში +15,+20 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოში კი დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის სავარაუდო ტემპერატურაა: ბარში +18,+23; მთაში +17,+22; მაღალ მთაში +12,+17 გრადუსი სითბო.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერი +21 გარდუსამდე გათბება.
სინოპტიკოსთა ვარაუდით, ზეგ, 4 მაისს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობაა მოსალოდნელი. უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დაუბერავს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში.
ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +15,+20; მთაში +12,+17; მაღალ მთაში +7,+12 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოში კი უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. დაუბერავს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის სავარაუდო ტემპერატურაა: ბარში +17,+22; მთაში +13,+18 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში +8,+13 გრადუსი სითბო.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში დროგამშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება.