რა შემთხვევაში ჩატარდება საგარეჯოში არჩევნები – ცესკოს თავმჯდომარის განმარტება

თინა ხიდაშელს, როგორც საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატს, თუ უფლებამოსილება  15 ივლისამდე შეუწყდება, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა თამარ ჟვანიამ განაცხადა.

„რაც შეეხება თინა ხიდაშელის, როგორც საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის საკითხს, როგორც კი მას უფლებამოსილება შეუწყდება და თუ ეს მოხდება კანონმდებლობის მიხედვით, 15 ივლისამდე, ამ შემთხვევაში, კანონმდებლობა გვეუბნება, რომ საგარეჯოშიც შუალედური საპარლამენტო არჩევნები ამა წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდეს“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები