უცხოეთის მედია თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ იტყობინება

 

ერაყში მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაური აბუ იბრაჰიმი, რომელიც ასევე ცნობილია ომარ აშ შიშანის და თარხან ბათირაშვილის სახელით. ინფორმაციას სააგენტო Alforat-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ბათირაშვილი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს დაიღუპა.

ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. ამ ცნობების მიხედვით, ბათირაშვილთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ 10 „ბოევიკი“ იყო ლიკვიდირებული.

თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია პირველად არ ვრცელდება. გასული წლის ბოლოს მისი დაღუპვის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზამ კადიროვმა განაცხადა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

თარხან ბათირაშვილი პანკისის ხეობაში 1986 წელს დაიბადა. ის ქართულ ჯარში მსახურობდა და მოგვიანებით იარაღის უკანონო ტარებისთვის იყო გასამართლებული. 2012 წელს ბათირაშვილი თურქეთში წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა. იქ ის „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაური გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები