იქმნება თუ არა თბილისის ალტერნატიული მთავრობა?!

ორგანიზაცია „დედაქალაქი-თბილისი ყველა უბანში“ თბილისის რაიონების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებს იწყებს.

პირველი საჯარო შეხვედრა ხვალ, 3 მაისს 13:00 საათზე, ჩუღურეთის მოსახლეობასთან, კერძოდ, ზაარბრიუკენის მოედანზე („ვორონცოვის მოედანი“) შედგება.

როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ზაზა აგლაძემ „კვირას“ განუცხადა, შეხვედრების მიზანია ორგანიზაციის წევრებმა რაიონებში არსებული პრობლემების შესახებ ადგილობრივებისგან მოისმინონ და მათი ლეგიტიმური მოთხოვნები ქალაქის ხელისუფლებამდე მიიტანონ.

ზაზა აგლაძის თქმით, მათი მიზანია, აიძულონ დედაქალაქის მერია რეალურად გადაჭრას თითოეული რაიონის სოციალური, ინფრასტრუქტურული თუ სხვა პრობლემები.

„მოგეხსენებათ, თუ როგორ მუშაობს მერია და რამდენად უნარიანია იმ პრობლემების წინაშე, რაც დღეს ქალაქის თითოეული რაიონში არსებობს და რაც თითოეული მოსახლის პრობლემაა. ასევე მოგეხსენებათ, შესრულებულია თუ არა ყველა ის სიკეთე, რასაც თბილისის მერი გვპირდებოდა. ამიტომ ხვალ ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას შევხვდებით და ასე გავაგრძელებთ ყველა რაიონში. ჩვენ მოსახლეობისგან მივიღებთ როგორც ზეპირ, ასევე წერილობით მოთხოვნებსა და წინადადებებს. ჩვენ მოვუსმენთ მათ და ყველაფერ ამას ქალაქის მთავრობამდე მივიტანთ. მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის მერია საქმის კურსშია, ჩვენ ამის შესახებ განცხადება უკვე შევიტანეთ მერიაში. მინდა მოვუწოდო თბილისში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, ვისაც აწუხებს საკუთარი რაიონის პრობლემები, მობრძანდეს ჩვენთან შეკრებაზე და გამოთქვან საკუთარი შეხედულებები. ჩვენ სხვა ორგანიზაციებიც გვიერთდებიან და იმედი მაქვს, ჩვენს დაწყებულ საქმე ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა ზაზა აგლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები