ოთარ დანელია: მე ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ

რაც შემეხება პირადად მე, ჯერ არ ვაპირებ არსად წასვლას. ვფიქრობ, რომ სამინისტრო წარმატებულად აგრძელებს საქმიანობას – ასე უპასუხა ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ კითხვაზე – შესაძლოა თუ არა, რომ მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები მასაც შეეხოს.

როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, მისი უწყება წარმატებულად მუშაობს და მისი თანამდებობიდან მოხსნა დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, რომელიმე სხვა კონფიგურაციის შემთხვევაში კი იგი გუნდში აუცილებლად დარჩება.

“ბოლო ინფორმაციაა ის, რაც თქვენთვის ცნობილია. რაც შემეხება პირადად მე, ჯერ არ ვაპირებ არსად წასვლას. ვფიქრობ, რომ სამინისტრო წარმატებულად აგრძელებს საქმიანობას, ამიტომ ამის მიზეზიც არ არსებობს. თუ სხვა კონფიგურაცია იქნება მოაზრებული, მე გუნდში დავრჩები ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი ნამდვილად არ არის, თუ იქნება კონფიგურაციის ცვლილება, ეს შეიძლება იყოს ალბათ მხოლოდ გადაადგილების კუთხით, მაგრამ ამ ეტაპზე ბოლო ინფორმაციაა ის, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია. ასე, რომ მე არსად არ მივდივარ და, მე მგონი, არავინ არსად არ მიშვებს”, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

აღნიშნული ოთარ დანელიამ მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლისას განაცხადა.

მისი მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლის მიზეზი კი, როგორც მან განაცხადა, არის ის, რომ ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩამოდის ქვეყანაში და წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციას გადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები