შსს-ს რეფორმირების კონცეფციის პროექტი უკვე მზადაა

შსს-ს რეფორმირების კონცეფციის პროექტი უკვე მზადაა და რეფორმაზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიის წევრებმა პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს.
როგორც შს მინისტრის მოადგილე, ლევან იზორია აცხადებს, მზად არიან, მოისმინონ შენიშვნები, რაც შემდგომში გათვალისწინებული იქნება.
მისივე თქმით, ამის შემდეგ რეფორმის პროექტზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს და მას იმედი აქვს, რომ მთავრობა აღნიშნულ პროექტს მოიწონებს.
კონცეფცია შსს-ს ორ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
სამინისტროს პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდება.
“სამინისტროს პარალელურად იქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. დღეს ჩვენი ის კანონპროექტები, რომლებიც თვეების განმავლობაში მზადდებოდა, გავაცანით არასამთავრობო სექტორს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მოვისმინეთ მათი წინადადებები და შენიშვნები, რაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ამ პროექტებში და ბუნებრივია, ახლო მომავალშიც ველოდებით იმას, რომ მთავრობის მიერ იქნება მოწონებული”, – განცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები