ბუდაპეშტში ქართული ფილმების ჩვენება გაიმართა
უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, ქართული ფილმების ჩვენება გაიმართა. ფილმების ჩვენება ბუდაპეშტის ცენტრალურ კინოთეტრში „Muvesz Mozi”-ში გაიმართა, შერჩეულ იქნა ნანა ჯანელიძის ფილმი -„ნეტავ იქ თეატრი არის?!” და რუსუდან ჭყონიას ფილმი – „გაიღიმეთ!“.
ჩვენებას ესწრებოდნენ უნგრეთის კულტურული და სახელოვნებო წრეების, ადგილობრივი კინოინდუსტრიის, უნგრეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უნგრეთში მცხოვრები თანამემამულეები.