ჟურნალისტ ნუგზარ რუხაძის 73 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ტელესტუდია „ინკოგნიტოს“ ორგანიზებით, გაიმართა ჟურნალისტ ნუგზარ რუხაძის 73 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა, თამარ გამილაღდიშვილმა, ტელესტუდია „ინკოგნიტოს“ დამაარსებელმა, მანანა გაბრიჭიძემ და ნუგზარ რუხაძემ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ღვაწლი და იმ საქმიანობის მნიშნველობა, რასაც აპარატი ეწევა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამამულეებთან მიმართებაში. დამსწრე საზოგადოებაში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია დოკუმენტური ფილმის – „პატარა საქართველო ბარსელონაში“ ჩვენებამ.
ღონისძიების დასასრულს, სიგელები გადეცათ ტელესტუდია „ინკოგნიტოს“ კურსდამთავრებულებს. ახალგაზრდებმა მადლობა გადაუხადეს ნუგზარ რუხაძეს და მანანა გაბრიჭიძეს მათ პროფესიულ ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის.